კვლევა – მსოფლიოს მოსახლეობის ნაწილს, საუბარია მილიონობით ადამიანზე, წყალდიდობის საფრთხე ემუქრება

ახალი კვლევით, მსოფლიოს მოსახლეობის ნაწილს, საუბარია მილიონობით ადამიანზე, წყალდიდობის საფრთხე ემუქრება.წერს BBC .

-„2030 წლისთვის, მილიონობით ადამიანს საკუთარ თავზე ექნება გამოცდილი კლიმატის ცვლილებითა და დემოგრაფიული ცვლილებებით გამოწვეული წყალდიდობები. წყალდიდობა არის ეკოლოგიური კატასტროფა, რომელიც ნებისმიერ სხვა მოვლენაზე უფრო დიდ გავლენას მოახდენს“, – ამბობენ მკვლევარები.

წყალდიდობების სიმულაცია ეფუძნება ისეთ ინფორმაციას, როგორიცაა წყლის დონის მომატება, ნალექი და მონაცემები მიწისქვეშა სენსორებიდან, მაგრამ მათ არ აქვთ არსებითი შესაძლებლობები: ისინი ვერ გაითვალისწინებენ მოსახლეობას, ინფრასტრუქტურულ ცვლილებებსა და ვერ პროგნოზირებენ ისეთ შემთხვევებს, როგორებიცაა კაშხლის დაზიანება და ნგრევა.

ახალ კვლევაში მეცნიერებმა შეისწავლეს 2000-2018 წლის ყოველდღიური სატელიტური სურათები, რომ შეეფასებინათ როგორც წყალდიდობების მოცულობა, ასევე იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც დაუცველნი აღმოჩნდნენ 900-ზე მეტი წყალდიდობის პირობებში. სატელიტური სურათები სტიქიის იმაზე დიდ მასშტაბებს აჩვენებს, ვიდრე ეს კომპიუტერული მოდელირებებით იყო ნავარაუდევი.

მეცნიერებმა დაადგინეს, – 255-დან 290 მილიონამდე ადამიანმა სტიქიის პირდაპირი ზიანი განიცადა და 2000-2015 წლებში, დატბორილ ადგილებში მცხოვრები ადამიანების რაოდენობა 58-86 მილიონითაა გაზრდილი.

კომენტარები