კვლევა – „Covid-19“ ზრდის დეპრესიის და დემენციის რისკს“

მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ადამიანები, რომლებსაც ბოლო ექვსი თვის განმავლობაში „COVID-19“-ის დიაგნოზი დაუსვეს, უფრო მიდრეკილები არიან დეპრესიის, დემენციის, ფსიქოზისა და ინსულტის განვითარებისკენ.

ინფექცია გადატანილთა მესამედს ფსიქოლოგიური ან ნევროლოგიური მდგომარეობის განვითარება ან რეციდივი ჰქონდა. უფრო დიდი რისკის ქვეშ არიან ის ადამიანები, ვისაც ჰოსპიტალიზირება ან ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოთავსება დასჭირდათ.

შესაძლებელია,  ეს უკავშირდებოდეს როგორც სტრესის ზემოქმედებას, ასევე ვირუსს, რომელიც პირდაპირ მოქმედებს ტვინზე.

კოვიდური ინფექციით დაავადებულთა მესამედს განუვითარდა ფსიქოლოგიური ან ნევროლოგიური მდგომარეობის რეციდივი. საავადმყოფოში და ინტენსიურ თერაპიულ განყოფილებებში მოთავსებულებს კიდევ უფრო მეტი რისკი აქვთ. შესაძლოა, ის დამოკიდებული იყოს როგორც სტრესის ზემოქმედებაზე, ასევე ვირუსზე, რომელსაც აქვს პირდაპირი გავლენა ტვინზე.

ბრიტანელმა მეცნიერებმა შეამოწმეს აშშ-ში ნახევარ მილიონზე მეტი პაციენტის ელექტრონულ ჩანაწერი, დაავადებულთა მესამედს განუვითარდა ფსიქოლოგიური ან ნევროლოგიური მდგომარეობის რეციდივი

ტვინის სისხლდენა

ინსულტი

პარკინსონის დაავადება

გიილენ-ბარეს სინდრომი

დემენცია

ფსიქოზი

განწყობის დარღვევები

შფოთვითი აშლილობები

მკვლევარებმა განმარტეს, კოვიდით დაავადებულებში  შფოთვა და გუნება-განწყობის დარღვევები ყველაზე გავრცელებული დიაგნოზი იყო. „კოვიდ-19“ არ ასოცირდებოდა პარკინსონის ან გიილენ-ბარეს სინდრომის მომატებულ რისკთან (გრიპის რისკი).

ინფექცია გადატანილთა მესამედს ფსიქოლოგიური ან ნევროლოგიური მდგომარეობის განვითარება ან რეციდივი ჰქონდა. უფრო დიდი რისკის ქვეშ არიან ის ადამიანები, ვისაც ჰოსპიტალიზირება ან ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოთავსება დასჭირდათ.

მკვლევარებმა ვერ თქვეს, გამოიწვია თუ არა კოვიდმა რაიმე დარღვევა –  ზოგიერთ ადამიანს ინსულტი ან დეპრესია ემართებოდა მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში. ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაადგინეს, კოვიდი  ასოცირდება უფრო მეტად ტვინის მდგომარეობასთან, ვიდრე სხვა რესპირატორულ დაავადებებთან. კვლევაში მონაწილეთა ჯგუფები ერთმანეთს შეესაბამებოდნენ ასაკით, სექსით, ეთნიკურობითა და ჯანმრთელობის პირობებით. აღმოჩნდა, რომ კორონაგადატანილებს 16%-ით უფრო ხშირად აღენიშნებოდათ ფსიქოლოგიური ან ნევროლოგიური აშლილობა კოვიდის შემდეგ, ვიდრე სხვა რესპირატორული ინფექციების შემდეგ და 44% –ით უფრო ხშირად, ვიდრე გრიპგადატანილებს.

გარდა ამისა, რაც უფრო მძიმე ფორმით იყო პაციენტი კოვიდით დაავადებული, მით უფრო მეტი ალბათობა იყო, ფსიქიკური ჯანმრთელობის ან თავის ტვინის აშლილობის. გუნება-განწყობილება, შფოთვა ან ფსიქოტიკური აშლილობები გამოუვლინდა  პაციენტების 24%-ს, მაგრამ 25% -მდე გაიზარდა საავადმყოფოებში მწოლიარე პაციენტებში, 28%, – ვინც რეანიმაციაში იმყოფებოდნენ, 36% –  რომლებსაც აქვთ ბოდვა ავად ყოფნის დროს. ინსულტით დაზარალდა პაციენტების 2%. დადემენცია გამოვლენილია კოვიდით დაავადებულთა 0.7% -ში, 5% –  ვისაც აღენიშნებოდა ბოდვა, როგორც სიმპტომი.

კვლევა დაკვირვებითი იყო, ამიტომ მკვლევარებმა ვერ თქვეს, გამოიწვია თუ არა კოვიდმა რაიმე დიაგნოზი და ექნებოდა თუ არა რომელიმე პირს კოვიდის გარეშე მომდევნო 6 თვის განმავლობაში ინსულტი ან დეპრესია. თუმცა კორონაგადატანილ ადამიანთა ჯგუფის შედარებამ გრიპისა და სხვა რესპირატორულ დაავადება გადატანილ ადამიანთა ჯგუფებთან მკვლევარებს აჩვენა, –კორონავირუსი უფრო მეტადაა დაკაშირებული ტვინის შემდგომ დაავადებებთან, ვიდრე სხვა რესპირატორული დაავადებები.

დიდი ბრიტანეთის ალცჰეიმერის კვლევის ხელმძღვანელმა, დოქტორმა სარა იმარისიომ განაცხადა: წინა კვლევებმა აჩვენა, რომ დემენციის მქონე ადამიანები უფრო მაღალი რისკის წინაშე დგანან მძიმე კოვიდის დროს. არსებობს მტკიცებულებები, რომ ვირუსი როცა თავის ტვინში მოხვდება, პირდაპირ ზიანს აყენებს. მას შეიძლება ჰქონდეს სხვა არაპირდაპირი მოქმედებები, მაგალითად სისხლის შედედებაზე ზემოქმედებით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ინსულტი, ანთება, რადგან ის რეაგირებს ინფექციაზე, შეიძლება გავლენა მოახდინოს ტვინზე.

ლონდონის კინგსის კოლეჯის ფსიქიატრიის, ფსიქოლოგიისა და ნეირომეცნიერების ინსტიტუტის პროფესორმა განაცხადა: „ექვსი თვის შემდეგ გამოვლინდა, რომ შემდგომი გართულებები შეიძლება მოსალოდნელზე გვიან გამოჩნდეს, რაც გასაკვირი არ არის. საავადმყოფოში მოთავსებული პაციენტების შედეგები უფრო სერიოზულია, მაგრამ კვლევამ აჩვენა,  რომ სერიოზული შედეგებია  მათთვისაც, ვისაც ჰოსპიტალიზირება ან ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოთავსება დასჭირდათ.

წყარო: https://www.bbc.com/news/health-56650125?fbclid=IwAR0oxSidw02Sk9NQjl9xm79XLA0fu1JCAgwdd4CpSWRwuC5rdOcHqeD3chI

კომენტარები