კვლევის შედეგები – ნიშნები, რომლებიც კიბოს განვითარებამდე 5 წლით ადრე ვლინდება

ამერიკელმა ექსპერტებმა გამოაქვეყნეს მასშტაბური კვლევის შედეგები, 80 ათასზე მეტი სიმსივნით დაავადებული გამოკითხეს.  ექსპერტებმა მოახდინეს  კიბოს ადრეული საგანგაშო სიმპტომების სიის ფორმირება, იმ სიმპტომების, რომლებიც დაავადების მანიფესტაციამდე 5 წლით ადრე ვლინდება.
კანის სიმსივნის განვითარებაზე, შესაძლოა, ხალების ზომაში მატება წინასწარმეტყველებდეს. მკერდის ზომისა და ფორმის ცვლილება, ასევე ძუძუს დვრილის ფერის შეცვლა, ხშირ შემთხვევაში ძუძუს კიბოს მოახლოებაზე მეტყველებს. სიმსივნური დაავადებას  ღამის პერიოდში ხშირად უეცარი გაღვიძებაც მიანიშნებს. ადამიანი წლების განმავლობაში ყოველთვის თუ იღვიძებს ღამის პირველიდან სამ საათამდე, შესაძლოა, ეს ღვიძლის კიბოს განვითარებაზე მეტყველებდეს. თუ ორგანიზმი იღვიძებს ყოველთვის ღამის სამი საათიდან 5 საათამდე ინტერვალში, შესაძლოა, ეს ფილტვის კიბოს ადრეული სტადიის ნიშანი იყოს.

რა თქმა უნდა, ეს არ არის კიბოს უტყუარი ნიშანი. თუმცა, წლების განმავლობაში თუ გაქვთ ღამის შფოთვა, ძილის დარღვევა, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
ამ  სიმპტომების სიის ფორმირება მეცნიერებმა სიმსივნით დაავადებულთა დეტალური გამოკითხვითა და მათი ანამნეზის საფუძვლიანი ანალიზით მოახდინეს!

კომენტარები