კიევის აეროპორტში გაუქმდა სამი რეისი, ოცზე მეტი რეისი კი გვიანდება

კიევის იგორ სიკორსკის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში 24 ოქტომბერს გაუქმდა სამი რეისი, 21 რეისი კი გვიანდება, იუწყება ukrinform.ru აეროპორტის საიტზე დაყრდნობით.

აეროპორტის მონაცემების მიხედვით, გაუქმდა ავიაკომპანია Wizz Air-ის ორი რეისი: კიევი-ბერლინი (W66113) და კიევი-ვილნიუსი (W66277 (Wizz Air). გარდა ამისა, გაუქმდა ამავე ავიაკომპანიის კიდევ ერთი რეისი ვილნიუსიდან კიევის მიმართულებით.

გვინდება შემდეგი რეისები: რომი AZ593 (Alitalia); მინსკი B2848 (Belavia); ორი რეისი ვარშავის მიმართულებით LO756 и LO750 (LOT); ვარშავა W61568 (Wizz Air); მემინგემი W67305 (Wizz Air); დორტმუნდი W67301 (Wizz Air); ნეაპოლი EG276 (Ernest Airlines); ბუდაპეშტი W62474 (Wizz Air); ბერგამო EG274 (Ernest Airlines). გარდა ამისა გვიანდება დილის შიდა რეისები ოდესის, ზაპოროჟიეს და ლვოვის მიმართულებით.

 

გვიანდება ასევე რეისები  ევროპის სხვადასხვა ქალაქებიდან კიევის მიმართულებით: ბერგამო EG273 (Ernest Airlines); ვარშავა W61567 (Wizz Air); ბერლინი W66114 (Wizz Air); მემინგემი W67306 (Wizz Air); დორტმუნდი W67302 (Wizz Air); ნეაპოლი EG275 (Ernest Airlines). შიდა რეისები ზაპოროჟიედან და ოდესიდან.

აეროპორტის საიტზე რაფერია ნათქვამი მიზეზების შესახებ. თუმცა 22 და 23 ოქტომბერს გადადებული რეისების შესახებ აეროპორტი კიევში ძლიერ ბურუსს იმიზეზებდა.

უკრაინის ჰიდრომეტცენტრის ინფორმაციით, 24 ოქტომბერს კიევში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსალოდნელია ცვალებაი მოღრუბლულობა, უნალექოდ, დილით ბურუსი.

წყარო: ukrinform.ru

კომენტარები