კიევის ცენტრში აფეთქება მოხდა
უკრაინის დედაქალაქ კიევში ძლიერი აფეთქება მოხდა. შემთხვევა დედაქალაქის ცენტრში, საცხოვრებელ სახლში მოხდა. აფეთქების სავარაუდო მიზეზი ბუნებრივი აირია.
თვითმხილველთა თქმით, კორპუსში ბუნებრივი აირის სუნი მთელი დღე იგრძნობოდა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისა და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები.
ადგილზე მივიდნენ გაზმომარაგების სამსახურიდანაც. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.