„კიევი და თბილისი ნატო-ს სამიტზე არ მიიწვიეს… ნატო-ს გადაწყვეტილებამშობლების საქციელს ჰგავს, რომლებმაც შვილები გაკვეთილების“ – მარია ზახაროვა

-„კიევი და თბილისი ნატო-ს სამიტზე არ მიიწვიეს. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა სტოლტენბერგმა საქართველოსა და ნატო-ს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივაზე საუბრისას განაცხადა, რომ თავდაცვის სექტორის რეფორმები ევროატლანტიკური ინტეგრაციის საუკეთესო გზაა ამ ქვეყნებისათვის. ცოტათი ჰგავს მშობლის ნათქვამს : „ეზოში არაფერი გესაქმება, წადი საშინაო დავალების შესასრულებლად”. სამწუხაროა, სტოლტენბერგმა არ ახსენა მინსკის შეთანხმებები და კიევის მიერ მათი შესრულების აუცილებლობა. ეს სწორედ იმ საშინაო დავალებასავითაა, რომელიც დიდი ხანია უნდა შესრულებულიყო. ნატო-ს გადაწყვეტილება, საქართველო და უკრაინა 14 ივნისს დაგეგმილ სამიტზე არ მიეწვია მშობლების საქციელს ჰგავს, რომლებმაც შვილები “საშინაო დავალების შესასრულებლად“ გაგზავნეს.“, – წერს უსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, მარია ზახაროვა Telegram-ში.

კომენტარები