კიევი უკიდურესად იმედგაცრუებულია უკრაინისთვის “სამწუხარო და სამარცხვინო” შედეგით
კიევი უკიდურესად იმედგაცრუებულია უკრაინისთვის “სამწუხარო და სამარცხვინო” შედეგით აშშ-სა და რუსეთის ფედერაციის ლიდერებს შორის მოლაპარაკებების შედეგად
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ვიგებთ, ბაიდენის ადმინისტრაცია არ აპირებს
პუტინის უახლოესი გარემოცვისთვის სანქციების დაწესებას და არც ,,Nord Stream-2“- ს წინააღმდეგ რაიმე სახის ზომების მიღებას, ასევე რა თქმა უნდა არ განიხილება ამერიკის სამხედრო ძალების ჩარევა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად.
ამასთან, ბაიდენმა დაადასტურა, რომ დონბასზე მინსკის შეთანხმებებს ალტერნატივა არ გააჩნია და გამოთქვა მზადყოფნა, დაეხმაროს მათ განხორციელებაში.
მოკლედ, რომ ვთქვათ ამერიკამ უკრაინა მიატოვა რუსული აგრესიის წინააღმდეგ და უღალატა კიდევ ერთ სტრატეგიულ მოკავშირეს, პარალელურად კი კიევის ქუჩებში ზელენსკის გადადგომას ითხოვენ.
ირაკლი ჯანყარაშვილი