კიევმა უარი თქვა „დონბასში მშვიდობის 12 ნაბიჯზე“

უკრაინამ ოფიციალურად უარყო მიუნჰენში შეთავაზებული დონბსის კონფლიქტის დარეგულირების გეგმა, იუწყება „ევროპეისკაი პრავდა“ და იმოწმებს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარებს ამ თემაზე.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მიუნშენში შეთავაზებული დოკუმენტი არ არის ოფიციალური. ეს წინადადება არის კერძო ინიციატივა პოლიტიკოსებისა და ექსპერტებისა, რომელთაც აღელვებთ დონბასისა და მთლიანად უკრაინის ბედი, აღნიშნეს უწყებაში. იქვე მიუთითეს, რომ შეთავაზებული თეზისები შეუთავსებელია უკრაინის ოფიციალურ პოზიციასთან.

წყარო: gazeta.ru

კომენტარები