კიევში აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა – კარანტინის დასრულებას ითხოვენ (ვიდეო)

 კიევში მინისტრთა კაბინეტის შენობასთან მეწარმეების აქცია გაიმართა. ისინი კარანტინის დასრულებას ითხოვენ, რომ მცირე ბიზნესს მუშაობის შესაძლებლობა ჰქონდეს.

ამ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. 

აქციის მონაწილეებმა ავტომობილებით ქუჩის ბლოკირება მოახდინეს.  პოლიციასა და ხალხს შორის შეტაკება მოხდა.

„არ გვაქვს ფული, რით ვიცხოვროთ! კარანტინი ყველასთვის თანაბარი უნდა იყოს”, „ეპიცენტრი” მუშაობს, „როშენი” მუშაობს, მაკდონალდსი მუშაობს, მხოლოდ მცირე ბიზნესი არ მუშაობს. თუ კარანტინია, მაშინ ყველასთვის იყოს”, – აცხადებდნენ აქციის მონოაწილეები.

უკრაინაში კორონავირუსის 9866 დადასტურებული შემთხვევაა, 250 გარდაცვლილია, 1103 გამოჯანმრთელდა.

კომენტარები