კითხვაზე, ვანო მერაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის გარეშე იღებდა გადაწყვეტილებებს, ბურჯანაძემ უპასუხა -„რა თქმა უნდა, არა“

-„არ არის სწორი, როდესაც პირველი პირი ვინმეს გადააბრალებს შეცდომებს. როცა ადამიანი საკუთარ მიღწევებზე ლაპარაკობ და ყველას ერთობლივ მიღწევებს აღნიშნავ, როგორც საკუთარ მიღწევას, შეცდომებიც ასევე უნდა აიღო საკუთარ თავზე“, – განაცხადა „ერთიანი საქართველო- დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ .

კითხვაზე, ვანო მერაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის გარეშე იღებდა გადაწყვეტილებებს, ნინო ბურჯანაძემ უპასუხა -„რა თქმა უნდა, არა“.

„ვფიქრობ, ბატონ ვანო მერაბიშვილზე გაკეთებული მისი განცხადება მინიმუმ არაკორექტული და არაკოლეგიალური, თუმცა ეს მათი გადასაწყვეტი გახლავთ. მე ვიტყოდი ერთადერთს, ვცდილობ, ძალიან დელიკატურად ვისაუბრო ამ ეტაპზე სააკაშვილზე, თუნდაც იმის გამო, რომ არ მინდა,უხერხულ მდგომარეობაში ჩავაყენო ის ადამიანები, მისი პარტიის წევრები, ვისთან ერთადაც გვერდი გვერდ ვსხედვართ და ელემენტარული ერთმანეთის პატივისცემა მოითხოვს ამას, რომ მათ ლიდერზე თავშეკავებულად ვისაუბრო. ერთადერთი ვიტყოდი ამას, რომ როდესაც შენ ლაპარაკობ, რომ შენ მიაღწიე, შენ გააკეთე, შენ დააყენე ქვეყანა ფეხზე და ყველაფერი შენ გაგიკეთებია და სხვა არაფერ შუაში იყო, თუ ყველა წარმატებაზე სააკაშვილი იღებს პასუხისმგებლობას, მაშინ კეთილი ინებოს და ყველა შეცდომაზე და წარუმატებლობაზეც მან აიღოს პასუხისმგებლობა“,- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „მთავარი არხის“ეთერში განაცხადა:

„ვანო მერაბიშვილს რამდენჯერმე უთხრეს, მათ შორის ციხიდან გაიყვანეს და ისე უთხრეს, მოგვეცი ცრუ ჩვენება სააკაშვილზე და გაგიშვებთო. ეს კაცი ამდენი წელია მხოლოდ იმის გამო ზის, რომ ხელი არ აიღო სინდისზე და არ მოაბოდიალა რაღაც ტყუილი, რაც ვიღაც-ვიღაცებმა იკადრეს. ამიტომ, მე მაქვს მის მიმართ პირადი ვალდებულების განცდა. თუმცა, მშვენივრად ვხედავ იმ შეცდომებსაც, რაც დაუშვა. ვხედავ იმ გადაცდომებსაც, რაც დაუშვეს მაშინ ამ სისტემებში და რომ არა ეს გადაცდომები, შედარებით გაუძნელდებოდა ივანიშვილს, ჩაეგდო ჩვენი ქვეყანა ხელში.

ახლა მე რომ ვანოს ადგილზე ვიყო, დავუბრუნდებოდი ჩემს ოჯახს, დავტკბებოდი შვილებთან ახლოს ყოფნით, ვიმოგზაურებდი მსოფლიოში, გავახელდი თვალებს, გავიხედ-გამოვიხედავდი და მხოლოდ ამის შემდეგ მივიღებდი რაღაც გადაწყვეტილებებს“.

კომენტარები