კით კრაჩი: „უნდა შეიქმნას ამერიკა-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის „ბიზნეს გეგმა“

უნდა შეიქმნას ამერიკა-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის „ბიზნესგეგმა“ – ამის შესახებ სახელმწიფო მდივნის მოადგილე კით კრაჩმა „ამერიკის ხმასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

კით კრაჩი საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის მეხუთე თაობის ინტერნეტის უსაფრთხოების შესახებ 14 იანვარს ხელმოწერილ ურთიერთგანგების მემორანდუმსაც შეეხო.

-„5G ქსელის უსაფრთხოება და „სუფთა ქსელის“ წევრობა „ღია სიგნალს უგზავნის ამერიკაში კერძო სექტორს“ და ასევე „სუფთა ქსელის“ წევრი ქვეყნების კომპანიებს.  შეერთებულ შტატებს ამ მიმართულებით დაფინანსების გამოყოფის შესაძლებლობებიც აქვს, „განვითარების დაფინანსების კორპორაციის“ ფარგლებში. სახელმწიფო მდივნის მოადგილე ამბობს, რომ საქართველოში აღნიშნული კორპორაციის ოფისის გახსნაც განიხილება.

ეს ძალიან დადებით სიგნალს გზავნის. ამასთან, გვაქვს დაფინანსების შესაძლებლობაც ჩვენი „განვითარების დაფინანსების კორპორაციის“ ფარგლებში. ჩვენ „დი-ეფ-სის“ ოფისის საქართველოში გახსნას განვიხილავთ. მე კორპორაციის თავმჯდომარეც ვარ. ეს დამატებით კიდევ ერთი ძლიერი სიგნალი იქნება ინვესტორებისთვის. როცა „დი-ეფ-სი“ ქვეყანაში შედის და კერძო სექტორთან ერთად ინვესტიციებს დებს იქ, ეს სხვა კომპანიებსაც წაახალისებს. გვსურს საქართველოში მოვნახოთ პროექტები, რომლებზე მუშაობაც შეგვეძლება. საქართველო ჩვენი არაჩვეულებრივი პარტნიორი და არაჩვეულებრივი მეგობარია და ჩვენ ამ პარტნიორობის შემდეგ ეტაპზე გადაყვანა გვსურს. ეს კი ამისთვის არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე კით კრაჩმა.

კომენტარები