კიმ ჩენ ინის ბრძანებით, შობის ნაცვლად მისი ბებიის დაბადების დღე აღინიშნება

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის ბრძანებით, შობის ნაცვლად მისი ბებიის დაბადების დღე აღინიშნება.

კიმ ჩენ ინის ბებია 1919 წელს, შობის წინა დღეს დაიბადა. ჩენ სუკი პარტიზანი და კომუნისტი აქტივისტი იყო, ის მოგვიანებით ჩრდილოეთ კორეის პირველ დიქტატორზე, კიმ ირ სენზე დაქორწინდა. ჩენ სუკს სამშობლოში რევოლუციის წმინდა დედად მოიხსენიებენ, პატივს საფლავზე მისვლით მიაგებენ.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა შობის სიძულვილი 2014 წელსაც გამოხატა, როცა სამხრეთ კორეა საზღვართან ნაძვის ხის აღმართვას გეგმავდა.  ნაძვის ხეები მაინც არის ზოგიერთ რესტორანსა და მაღაზიაში, შობის მორთულობის და რელიგიური სიმბოლოების გარეშე.

კომენტარები