თინათინ მღვდლიაშვილი: ვერ მოიშორა თბილისმა კინტო, ეს პასიური მამათმავალი!
სოციალურ ქსელში ვრცელდება ცნობილი ქართველი პოეტის, თინათინ მღვდლიაშვილის ლექსი “კინტო.” საზოგადოებამ ჩათვალა, რომ ეს ლექსი არის ლგბტ ორგანიზაციების მხრიდან გეიაღლუმის ჩატარების მცდელობაზე და პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით პოეტის გამოხმაურება.
კინტო
თახსირი?!.ძუკნა?!. ცვედანი?!.კი, ტო!..
ყველგან მყოფი და ყველგან მავალი…
ვერ მოიშორა თბილისმა კინტო,
ეს პასიური მამათმავალი!..
ო, ეს თბილისის ავად მზვერავი
საუკუნეებს უტიფრად ითვლის…
და, როგორც ავი ბედის მწერალი
ავაზაკივით დაჰყვება თბილისს!..
ვერ იფერებენ კულტურას ქართულს
ამ მეკურტუმის ტარტაროზები…
და ეზმანება ენაბლუ არტურს
ძველი აბანოს ,,ბაჩაბოზები”!..
და ცეკვავს, ცეკვავს ურჯულო კინტო,
და ურცხვად იქნევს წაბილწულ გავას…
თახსირი?!. ძუკნა?!. ცვედანი?!. კი, ტო!..
შავი ჭირივით შეჰყრია ქალაქს!..
თინათინ მღვდლიაშვილი