კიოდო: Mitsubishi Electric-ს ხაკერებმა შეუტიეს

იაპონური კორპორაცია Mitsubishi Electric ხაკერების თავდასხმის ობიექტი გახდა, სავარაუდოდ, კიბერდამნაშავეთა ჩინური დაჯგუფებისგან, იუწყებოდა ოშაბათს სააგენტო „კიოდო“.

სააგენტოს მონაცემებით, ამ კომპანიიდან, რომელიც მთავარ როლს ასრულებს იაპონიის თავდაცვისა და ინფრასტრუქტურის საკითხებში, ხაკერების მეშვებით შეიძლება გაჟონილიყო სახელმწიფო უწყებებისა და Mitsubishi-ის ბიზნეს-პრტნიორების ინფორმაცია. თუმცა, ქვეყნის თავდაცვის, ენერგეტიკისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის სფეროს კონფიდენციალური მონაცემები ხელუხლებელი დარჩა, იუწყება ria.ru

 

Mitsubishi Electric იაპონიის  თავდაცვის სამინისტროს რიგით მესამე უმსხვილესი კონტრაქტორი იყო 2018 წელს. ეს კორპორაცია გამოიმუშავებს კიბერშეტევების საწინააღმდეგო ტექნოლოგიებს. კომპანიის საიტზე წარმოდგენილია ტექნოლოგია სახელწოდებით „უახლესი კიბერშეტევების პრობლემების გადაწყვეტა“.

წყარო: ria.ru

კომენტარები