„კი არ ვამართლებ, მაგრამ ჟვანიას შვილი კიდევ ერთი მსხვერპლია წინა ხელისუფლების“ – თენგო მაჭავარიანი

-„კი არ ვამართლებ, მაგრამ ჟვანიას შვილი კიდევ ერთი მსხვერპლია წინა ხელისუფლების. ნაცების და პირადად სააკაშვილის დამსახურებაა მისი აგრესიულობა”, – წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი თენგო მაჭავარიანი, ზურაბ ჟვანიას ვაჟის მიერ, ლევან თოფაძის დაჭრასთან დაკავშირებით .

ლევან თოფაძის განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე, 4 აგვისტოს,  ბუსა ჟვანიას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. ბუსა ჟვანიასთვის ბრალდების მხარე პატიმრობას მოითხოვდა, –  დაცვის მხარე 50 ათას ლარიან გირაოს.

ბუსა ჟვანიას პროკურატურამ ბრალდება 3 ივლისს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე, თბილისში, 2 აგვისტოს დაჭრეს, საქმეზე შსს-მ ბ.ჟ.დააკავა.

კომენტარები