„კლავს !!!! ანევროზებს !!!! ღუპავს !!!! ღრმა დეპრესიაში აგდებს !!!!“

„საზოგადოებრივი მაუწყებლის” ოპერატორის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში მომღერალი ოთო ნემსაძე ეხმაურება:

,,ონლაინ კაზინოებს უკვე კულტურულ მნიშვნელობას ანიჭებენ და რაღაც აუცილებელ დღის წესრიგად აქცევენ!!!

კლავს !!!!
ანევროზებს !!!!
ღუპავს !!!!
ღრმა დეპრესიაში აგდებს !!!!

გვიღუპავენ კიდევ ერთ თაობას და სასწრაფოდ რამე რეგულაციებია მოსაფიქრებელი.

არა “გემბლინგს!!!!!

არავინ დამიწყოს კამათი, რომ მარტო იმ ადამიანების ბრალია ვინც თამაშობს”.

საქართველოს პირველი არხის ოპერატორის სანდრო ბერაძის ცხედარს ცხვარიჭამიაში მიაგნეს.

სანდრო ბერაძეს ოჯახი 25 ოქტომბრის შემდეგ ეძებდა.  სამძებრო სამუშაოებში პოლიცია, სამაშველო სამსახური და ოჯახი მონაწილეობდა.

 

კომენტარები