კლასიკური „ანანასი“ ყაბაყისგან – სცადე და იგრძენი განსხვავება

თუ ყაბაყი საკმაოდ გაიზარდა, მაშინ თქვენ აუცილებლად შეძლებთ მისგან ტკბილი დესერტის გაკეთებას. მას ხალხში გავრცელებული სახელიც აქვს, „ანანასი“.

ეს ღია ყვითელი ნაჭრები ადვილი შესაძლებელია, ტროპიკულ ხილს, როგორც გარეგნულად, ასევე გემოთი მიამსგავსოთ.

„ანანასი“ ძალიან წვნიანი, სურნელოვანი და გემრიელი გამოდის.

ამ დესერტისთვის ნებისმიერი ყაბაყი გამოგადგებათ, თუმცა სასურველია, თუ ახალგაზრდა ნაყოფს ავარჩევთ. მისი ქილაში მოთავსება გაცილებით გაგვიადვილდება, რადგან ახალგაზრდა ნაყოფი ნაკლებად  ბოჭკოვანია.

ინგრედიენტები

ყაბაყი -1 კგ

ანანასის წვენი – 350 მლ.

შაქარი – 100 გრამი

ლიმონმჟავა – გემოვნებით

ვანილი – გემოვნებით

მომზადების წესი:

ყაბაყი გარეცხეთ, ქერქისგან გაასუფთავეთ, შემდეგ კი, დაჭერით სქლად, რგოლისებრ ფორმებად 1,2-2 სმ. სისქეზე. შუა გულში, რგოლის გაკეთება კი, პატარა არყის ჭიქითაც შეგვიძლია. კარგად დააკვირდით, რომ გასაკეთებლად გამზადებულს, თესლის ნარჩენები არ ჰქონდეს შერჩენილი.

მოამზადეთ სიროფი. დადგით ცეცხლზე ქვაბი, ჩაასხით მომზადებული სიროფი, 2-3 კოვზი ლიმონმჟავა და სულ ცოტა ვანილი. შემდეგ სითხე ჩაასხით ყაბაყში, მიიყვანეთ დუღილამდე და ადუღეთ 15 წუთის განმავლობაში, კარგ გაღვივებამდე.

მოათავსეთ ყაბაყი სტერილიზებულ ქილებში, დაასხით ცხელი სიროფი და შეანჯღრიეთ. შემდეგ კი, გაცივებამდე, თბილად შეახვიეთ და გრილ ადგილას შეინახეთ.

რაც უფრო დიდი ხნისაა ყაბაყი, სიროფისთვის მეტად გამოდგება. შესაძლებელია მეტი წვენიც დავამატოთ, ან მოცულობა წყლით გავზარდოთ. ეს ნამდვილად ორიგინალური ტკბილეულია, რომელიც იდეალურია თბილი ზამთრის საღამოების მოსაწყობად.

გარდა ამისა, ეს დესერტი ძალიან მოსწონთ ბავშვებს.  საბოლოო ჯამში, ის ძალიან გემრიელი, სასარგებლო და სადღესასწაულო და ბიუჯეტს მორგებულია!

შეინახეთ და გაუზიარეთ მეგობრებსაც!

 

.

 

კომენტარები