კლინიკა „ჰელსიკორში“ ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინება შევიდა

თბილისში, ქართულ-ებრაულ კლინიკა „ჰელსიკორში“ ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინება შევიდა.

კლინიკამ ნაღმის შესახებ შეტყობინება ელექტრონული ფოსტით მიიღო.

სამედიცინო დაწესებულებაში სამართალდამცველები და გამნაღმველები იმყოფებოდნენ. სამართალდამცველებმა კლინიკის შენობა უკვე დატოვეს. სამედიცინო დაწესებულება  მუშაობას  განაგრძობს.

საქართველოში დღეს ნაღმის შესახებ შეტყობინებები მიიღო „ჰელსიკორის“ გარდა, კიდევ ორმა დაწესებულებამ  – ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და თოდუას სახელობის კლინიკამ.

კომენტარები