“კლინიკები, წამლების ფასები და მათი უხარისხობა ამ ქვეყნის მოსახლეობისთვის დიდი ტვირთია.”-ნოდარ ტანგიაშვილი:
ნოდარ ტანგიაშვილი სოციალურ ქსელში წერს-
“კლინიკები, წამლების ფასები და მათი უხარისხობა ამ ქვეყნის მოსახლეობისთვის დიდი ტვირთია. ჩემი მაგალითით დავრწმუნდი. რაღაც ენტერობაქტერია მაქვს ორგანიზმში, რის გამოც ანთებას მაძლევს ხოლმე. ჩემი ამერიკული სამსახურის წყალობით ვსარგებლობ 90%-იანი დაზღვევით ARDI-ში. 600 ლარამდე დაჯდა ექიმთან კონსულტაციები, ანალიზები, მათგან 300 ლარამდე – წამლები, ანტიბიოტიკები. ამათგან გავიკეთე ერთი 200 ლარიანი ნემსი, რომელიც აღმოჩნდა, რომ იყო არაეფექტური, სავარაუდოდ ცუდი ხარისხის გამო. მეორე წრეზე წავედი: ისევ კონსულტაცია, ანალიზები, ძვირიანი წამლები. ალბათ თანხა ავიდა 1000 ლარზე (იმას აღარ ვამბობ რომ მანამდე 1000 ლარი დამიჯდა სხვა კლინიკაში ანალიზი).
მე მართლა მიკვირს, კიდევ როგორ არიან ცოცხალი ჩვენი მოხუცებულები, პენსიოენერები, სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომელთაც ჩემსავით დაზღვევის ფუფუნება არ აქვთ? როგორ გააქვთ თვიდან თვემდე თავი, როცა წამლები ასე ძვირი ღირს და ისიც, არავინ იცის, იმუშავებს თუ არა?! ფაქტიურად, ბედის ანაბარა არიან 🙁 დღეს აფთიაქში პენსიონერი კაცი ჩიოდა, ჩემი პენსია არ მყოფნის წამლებზე და გადასახადებზეო 🙁
საქსტატის მიხედვით, ოჯახების ხარჯების დაახლოებით 30-35% სამედიცინო ხარჯებზე მიდის.
ეს უნდა დასრულდეს!”-წერს ნოდარ ტანგიაშვილი
მოამზადა ნათია ბერიძემ