“კოალიციური ხელისუფელბა იქნებოდა ერთადერთი ჯანმრთელი იდეა და პრაქტიკაც,”-ინგა გრიგოლავა:

ინგა გრიგოლავა სოციალურ ქსელში წერს –

“ჩვენ , მოქალაქეებს, კარგად და სწორად რომ გვქონდეს გააზრებული არსებული პოლიტიკური ვითარების შინაარსი ქვეყანაში, ამ არჩევნებში მოვიქცეოდით ისე, რომ არც ერთ აწ უკვე სრულებით კომპრომეტირებულსა და ავადხსენებულ ძალას ვერ მოეხერხებია აბსოლუტური ძალაუფლების ხელში ჩაგდება.

ეს ის კონდიცია და ძალაუფლების ის დოზაა, რომელმაც როგორც ერთი , ასევე მეორე დაჯგუფების უკიდეგანო აღვირახსნილობა მოახდინა , რამაც ავნო განვითარებას, პოლიტიკურ პროცესებს.

კოალიციური ხელისუფელბა იქნებოდა ერთადერთი ჯანმრთელი იდეა და პრაქტიკაც, რის პირობებშიც აბსოლუტურ უმრავლესობას ვერავინ ვერ მიიღებდა, დაისახსრებოდა და განეიტრალდებოდა.

ჩვენ რომ იდეა და პროცესი გვაინტერესებდეს სახელწიფოს განვითრების და არა: კარმუშკასთან მოჯდომის სიტკბოება, წვრილმანი შურისძიება, ან ამ ტიპის ასევე წვრილმანი ვნებები.”-წერს გრიგოლავა

მოამზადა ნათია ბერიძემ

კომენტარები