კობახიძე – მდინარაძის ქართულმა ოცნებამ “მწამებლებს” პარლამენტისკენ მიმავალ გზაზე წითელი ხალიჩა დაუგო და ბიუჯეტიდან მილიონობით ლარის მიღების საშუალებაც მისცა

 

კობახიძის ოცნებას იქნებ შევახსენოთ, ვისი დამსახურებაა 2020 – წელს, რომ ნაცმოძრაობა 12 მილიონიან დაფინანსებაში ხვდება ?

ვისი დამსახურებაა დღეს ეს დამნაშავე ძალა, რომ ისევ ხალხის ფულის მითვისებას ცდილობს ( კანონიერად თუ უკანონოდ )

ვისი დამსახურებაა, 2020 – წელს მწამებლებს ისევ 27% – რომ აქვთ ???

კობახიძე – მდინარაძის ქართულმა ოცნებამ მწამებლებს პარლამენტისკენ მიმავალ გზაზე წითელი ხალიჩა დაუგო და ბიუჯეტიდან მილიონობით ლარის მიღების საშუალებაც მისცა.

უტიფრობაა, როდესაც პირდაპირ ეთერებში სააკაშვილ – ბოკერიას დამნაშავეებად მოიხსენიებ და ამ დროს ეთერს მიღმა ყველაფერს აკეთებ ამ დამნაშავე ძალის პოლიტიკურად გასაცოცხლებლად.

კობახიძის პარლამენტს პატრიოტთა ალიანსის რეზოლუცია, რომ მიეღო დღეს ნაცმოძრაობის დაფინანსების საკითხი განხილვის საგანი არ იქნებოდა.

ირაკლი ჯანყარაშვილი

კომენტარები