კობახიძის დამსახურებით!

 

გიგა ბოკერია არ დაისაჯა მოლაშვილის წამებისთვის, ბოკერია რეჟიმის ერთ – ერთი იდეოლოგიც გახლდათ!

გიგი უგალავას შერჩა დედაქალაქის ბიუჯეტიდან მოპარული 50 – მილიონი ლარი!
უგულავაც სააკაშვილის რეჟიმის ერთ – ერთი იდეოლოგი გახლდათ, რომელიც უშუალოდ ხელმძღვანელობდა 7 – ნოემბრის და სხვა უმოწყალო დარბევებს რუსთაველის გამზირზე!

გია ბარამიძე არ დაისაჯა აფრასიძეების ოჯახის ტრაგედიის დატრიალების გამო, რომელიც მთლიანად მისი შემოქმედება იყო!

გამოუძიებელია 26 – მაისის საქმე!
ბოლომდე გამოუძიებელი რჩება 7 – ნოემბრის და ტელეკომპანია იმედში შეჭრის საქმეებიც!

არ დაისაჯა იმდროინდელი პროკურორი ნიკა გვარამია რომელიც იმედში შეჭრას თანამდებობაზე ყოფნისას ამართლებდა!

ქართული ოცნების პროკურატურას ეს და სხვა ათობით საქმე თაროზე აქვს შემოდებული!

კობახიძის ოცნებამ არ დასაჯა დამნაშავეები არ დასაჯა რეჟიმის იდეოლოგები და განძრახ დაბლოკა სამართლიანობის აღდგენა!

კობახიძის ოცნებამ არ მისცა რეჟიმს სამართლებრივი შეფასება პარლამენტში, მიუხედავად იმისა, რომ ამას ხელმოწერით ნახევარიმილიონი საქართველოს მოქალაქე ითხოვდა!

ირაკლი ჯანყარაშვილი

კომენტარები