კობახიძის მმართველი პარტიის თავმჯდომარეობა ნიშნავს!

სახელმწიფოში ეროვნული ინტერესების დაცვის ნაცვლად ლიბერალური NGO – სექტორის და სხვა ანტისახელმწიფოებრივი ორგანიზაციების ინტერესების კიდევ უფრო მაღალ დონეზე დაცვას!

საბალოოდ უარის თქმას სამართლიანობის აღდგენაზე და კოლექტიური ბოკერიების კიდევ უფრო გაძლიერებას!

ეკლესიაზე თავდასხმების გაძლიერებას და ჩვენი ეკლესიის მადისკრედიტირებელი კამპანიისთვის საფუძვლის ჩაყრას (დასპონსორებას)!

საგარეო პოლიტიკის კიდევ უფრო გაუკუღმარეთებას და დეოკუპაციის რეალური გზების ძიების ნაცვლად კიდევ უფრო დაშორებას, სოხუმთან და ცხინვალთან!

ახალი ანტიეროვნული კანონპროექტების მიღებას და პარლამენტის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ მუშაობას!

სახელმწიფოში სხვადასხვა წარმართული “სექტის” წახალისებას.
მაგალითად როგორიც არის ევანგელისტურ ბაპტისტური სექტა!

LGBT – იდეოლოგიისთვის ფეხის უფრო ღრმად მოკიდებას და გარყვნილების პროპაგანდის გაზრდას საჯარო სივრცეში!

საგანმანათლებლო დაწესებულებებში ეროვნული ცნობიერების ჩახშობას რადგან მმართველი პარტიის თავმჯდომარისთვის ეროვნული ცნობიერება საფრთხის შემცველია!

ირაკლი ჯანყარაშვილი

კომენტარები