კობა გვენეტაძე: „კორონავირუსმა შექმნა ბევრი გამოწვევები არა მხოლოდ საქართველოში არამედ,მთელს მსოფლიოში”

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია კომერციული ბანკების ხელმძღვანელებს შეხვდა.

შეხვედრაში მთავრობის ეკონომიკური გუნდის მინისტრები და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მონაწილეობდნენ.

შეხვედრის ფორმატში განიხილეს ახალი კორონავირუსის ეკონომიკური გავლენები, განსაკუთრებით ისეთ მოწყვლად სექტორებზე ამ ვირუსის მიმართ, როგორიც არის მაგალითად ტურისტული ინდუსტრია.

-„მიმდინარე მოვლენები, რომლებიც ახალ კორონავირუსს უკავშირდება, საკმაოდ ბევრ გამოწვევას ქმნის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიო ეკონომიკაში.

როგორც გვენეტაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და კომერციული ბანკების ხელმძღვანელებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, საბანკო სისტემას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ეკონომიკისათვის.

რა თქმა უნდა, ამ დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კოორდინირებულ ქმედებას იმისთვის, რომ მოკლევადიანი თუ გრძელვადიანი გამოწვევები დაიძლიოს მაქსიმალურად ნაკლები დანახარჯებით. მოგეხსენებათ, საბანკო სისტემას და მის გამართულ ფუნქციონირებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ეკონომიკისათვის. დღეს საუბარი გვქონდა იმ სექტორებზე, რომლებზეც შეიძლება გავლენა ჰქონდეს მიმდინარე მოვლენებს, რა მიმართულებით გვჭირდება კოორდინაცია, რისი გაკეთება შეიძლება, რომ შენარჩუნებული იყოს რაც შეიძლება მაღალი ზრდა ქვეყანაში“, – განაცადა  საქართველოს ეროვნული ბანკის დირექტორმა, კობა გვენეტაძემ.

საქართველოს მთავრობა, ეროვნული ბანკი და კომერციული ბანკები კორონავირუსის გავრცელებით ტურიზმის სექტორზე გამოწვეული ნეგატიური გავლენების შემცირებისთვის კოორდინირებულ ნაბიჯებს გადადგამენ.

აქცენტები გაკეთდა საბანკო სექტორისა და სახელმწიფოს კონკრეტულ ნაბიჯებზე იმისთვის, რომ მაქსიმალურად შერბილდეს ის ნეგატიური ეკონომიკური გავლენები, რაც შეიძლება პოტენციურად მოჰყვეს ვირუსის გავრცელებას.

ჩამოყალიბდება ქმედითი სამუშაო მექანიზმი, მთავრობის ეკონომიკური გუნდის, ეროვნული ბანკისა და საბანკო სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობით, რომელიც უახლოეს დღეებში წარადგენს კონკრეტული ნაბიჯების გეგმას ტურისტული სექტორის დასახმარებლად.

საქართველოს მთავრობა საბანკო სექტორს ამ პროცესში ერთ-ერთ მთავარ მოკავშირედ მიიჩნევს და ეფექტიანი თანამშრომლობისთვის მზად არის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

საბანკო სექტორმა დააფიქსირა მზადყოფნა, იმ შემთხვევაში, თუ ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს, კორონავირუსის გავრცელების გამო, მიმდინარე გადახდებში გარკვეული პრობლემები შეექმნებათ, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ტურისტულ ინდუსტრიას სხვადასხვა ფორმით.

ტურიზმის სექტორზე გავლენის გარდა, აღინიშნა კორონავირუსის გავრცელების შესაძლო პირდაპირი გავლენა საფინანსო-საბანკო სექტორზე, თუმცა ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ საბანკო სექტორი დღეს გაცილებით მზადაა, მსგავსი ტიპის საგარეო ეფექტების ნეგატიური გავლენის მინიმიზებისთვის.

კომენტარები