კობა კოშაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრს, კობა კოშაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა გამოიტანა.
ბრალდების მხარე კოშაძისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. პოკურორის განმარტებით, დაკავებულის მხრიდან მიმალვის, მტკიცებულებათა განადგურებისა და ახალი დანაშაულის საფრთხე არსებობს.
ადვოკატმა კოშაძის 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებისა და პირადი თავდებობის შესახებ შუამდგომლობა დააყენა. კობა კოშაძეს თავდებში კონსტანტინე კემულარია, გუბაზ სანიკიძე და გურამ ჩალაგაშვილი უდგებიან.
კობა კოშაძეს ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვას, ტარებას ედავებიან.

კომენტარები