„კოვიდზე აცრილები თურქეთში, ნებისმიერი სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით PCR ტესტის და კარანტინის გარეშე შევლენ“ – საელჩო

საქართველოში თურქეთის საელჩო ინფორმაციას ავრცელებს:

-„ 2021 წლის პირველი ივნისიდან საქართველოდან თურქეთის ნებისმიერი სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით – სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო საზღვრის კვეთის შემთხვევაში შემდეგი წესები მოქმედებს:

საკარანტინე ზომები არ გამოიყენება ამ ადამიანების მიმართ, რომლებიც:

  • საზღვრის კვეთამდე მინიმუმ 14 დღით ადრე ჩაიტარებენ ვაქცინაციას;
  • ან / და წარადგენენ ოფიციალურ დოკუმენტს, რომ კოვიდი გადატანილი აქვთ ბოლო 6 თვის განმავლობაში, ამ შემთხვევაში მათ არ მოეთხოვებათ PCR ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენაც.

პირებზე, რომლებიც თურქეთის საზღვრის კვეთისას ვერ წარადგენენ ვაქცინაციის მოწმობას ან კოვიდ -19-ის გადატანის შესახებ ოფიციალური დოკუმენტს, გავრცელდება შემდეგი წესები:

  • ამ პირებმა უნდა წარადგინონ საზღვრის კვეთამდე ბოლო 72 სთ-ში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი
  • ან საზღვრის კვეთამდე ბოლო 48 სთ-ში ჩატარებული ანტიგენის სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხი.

თურქეთის ტერიტორიაზე შესული ვიზიტორები, მათი დანიშნულების ადგილის მიხედვით, შეიძლება დაექვემდებარონ შერჩევით PCR ტესტირებას, რომელსაც ჩაატარებს ჯანმრთელობის სამინისტრო.

ამ შემთხვევაში ვიზიტორები ჩააბარებენ ტესტის მასალას, რის შემდეგაც მათ მიეცემათ დანიშნულების ადგილას გამგზავრების უფლება, თუ ტესტის პასუხი დადებითი აღმოჩნდება, ჯანდაცვის სამინისტრო Covid19-ის რეგულაციების შესაბამისად უზრუნველყოფს მათ მკურნალობას, ტესტის დადებითი შედეგების მქონე პირებთან მჭიდრო კონტაქტში მყოფები კი დაექვემდებარებიან 14-დღიან კარანტინს, მათ მიერ მითითებულ მისამართებზე. კარანტინი დასრულდება იმ შემთხვევაში, თუ მე-10 დღის ბოლოს ჩატარებული PCR ტესტის პასუხი იქნება უარყოფითი.

იმ პირების საკარანტინე პერიოდი, რომლებსაც დაუდასტურდებათ, რომ არიან კოვიდის B.1.617 მუტაციის მატარებლები, დასრულდება მე-14 დღის ბოლოს ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზე.

თვითმფრინავის/გემის ეკიპაჟის წევრები, საკვანძო პოზიციის მეზღვაურები და სატვირთო მანქანების მძღოლები თავისუფლდებიან SARS-CoV-2 PCR ტესტირებისა და კარანტინისგან.

სარფში საზღვრის კვეთა შესაძლებელია დილის 10:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე, შაბათ-კვირის ჩათვლით.

კომენტარები