„კოვიდინფექციის დადასტურებიდან 10 დღის შემდეგ  უკვე აღარ არის გადამდები, მას ტესტირება არ სჭირდება“ – მარინა ენდელაძე

-„სიმპტომიანი პაციენტები, მსუბუქი და საშუალო სიმძიმის სიმპტომებით, მსუბუქ და საშუალო სიმძიმის პაციენტებს 10 დღეზე მეტი არ გაუგრძელდებათ სიმპტომები, – კიდევ სამი უსიმპტომო დღე და 13 დღის შემდეგ აღარ არიან გადამდები, ითვლებიან გამოჯანმრთელებულად, შეუძლიათ, შეუერთდნენ საზოგადოებას.

თუ პაციენტი უსიმპტომოა და მას დაუდასტურდა კოვიდინფექციადადასტურებიდან 10 დღის შემდეგ  უკვე აღარ არის გადამდები, მას ტესტირება არ სჭირდება, შეუძლია, გავიდეს საზოგადოებაში, ჩათვალოს, არავის დააინფიცირებს.

სიფრთხილის გამო, პაციენტი პირველი სიმპტომის გამოვლენიდან 13 დღის შემდეგ აღარ ითვლება გადამდებად, თუმცა ინფექციის გადადების რისკი მეექვსე, მეშვიდე დღიდან მცირდება.

ინფექციის გადადება მეექვსე, მეშვიდე დღიდან უკვე ნაკლებია. შეიძლება, PCR ტესტი იყოს დადებითი, თუმცა გადამდებლობა უკვე 5, 6, 7 დღის შემდეგ ნაკლებია. თუ 13 დღეა გასული, კატეგორიულად არ არის გადამდები, შეიძლება, ტესტი იყო დადებითი, მით უმეტეს, –  PCR არის ძალიან მგრძობიარე მეთოდი, შეიძლება, ვირუსის მკვდარი ნაწილაკებიც აღიქვას“, – განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ „პირველი არხის“ ეთერში.

კომენტარები