კოვიდინფიცირების 519 ახალი შემთხვევა, 222 აჭარაში, 137 თბილისში

საქართველოში კოვიდინფიცირების 519 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

-„კოვიდინფიცირების 519 ახალი შემთხვევიდან 222 აჭარაში გამოვლინდა, 137 თბილისში, იმერეთში 99, ქვემო ქართლში 31, გურიასა და მცხეთა-მთიანეთში 10-10 ახალი შემთხვევა, შიდა ქართლში 7, სამეგრელო-ზემო სვანეთში 5, კახეთში 3, სამცხე-ჯავახეთში ერთი, 4 შემთხვევა კი იმპორტირებულია“ – განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ექვსი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 11271 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 6119 ადამიანი, გარდაიცვალა 78 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმში 5971 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კომენტარები