კოვიდინფიცირების 8 ახალი შემთხვევა, 3-ის წყარო უცნობია
საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 6 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია Stopcov.ge-ზე განახლდა.
-„8 ახალი შემთხვევიდან 2 არის დაავადებულთან კონტაქტი, 3 არის შემოტანილი, სამივე ავტომანქანის მძღოლია, სამზე გრძელდება ეპიდკვლევა.
ამ დროისთვის კოვიდცენტრებში 232 პაციენტი მკურნალობს. გამოჯანმრთელებულების პროცენტული რაოდენობა 82-ია“, – განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1455 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1196-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6010 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 252.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.