კოვიდინფიცირების 87 ახალი შემთხვევა – 24 ქუთაისის სკოლას უკავშირდება, 10-ის ინფიცირების წყარო უცნობია

საქართველოში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 20. ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა.

-„87 ახალი შემთხვევიდან 29 არის ბათუმის შემთხვევები, 24 გახლავთ ქუთაისის სკოლის შემთხვევიდან, 12 დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტები, 5 არის მოგზაურობის ისტორიით აჭარაში, 4 შემოტანილი შემთხვევაა, 3 არის სამედიცინო პერსონალი, 10 შემთხვევაზე ეპიდკვლევა გრძელდება.

ამ დროისთვის კოვიდცენტრებში 536 პაციენტი მკურნალობს. აქედან 4 კრიტიკულად მძიმე და 17 მძიმე პაციენტია. გამოჯანმრთელებულების პროცენტული რაოდენობა 71-ია“, – განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1917 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1354-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 390. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

კომენტარები