კოვიდინფიცირებული პაციენტი საავადმყოფოს მე-3 სართულიდან გადავარდა –  პაციენტი გარდაიცვალა

წუხელ, კოვიდინფიცირებული პაციენტი ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მე-3 სართულიდან გადავარდა,  პაციენტი გარდაიცვალა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, შემთხვევა 19:00 საათზე მოხდა. 73 წლის კაცი მკურნალობას თერაპიულ განყოფილებაში გადიოდა. შემთხვვეის მიზეზი უცნობია, ამ დროს პალატაში სხვა პირი არ იმყოფებოდა.

-„პაციენტი კლინიკაში ორი დღის წინ შეიყვანეს, აღენიშნებოდა პნევმონია, ექვემდებარებოდა მკურნალობას. , პაციენტი კონტაქტური და ადეკვატური იყო. პაციენტი გადავარდნისთანავე შეიყვანეს რეანიმაციაში, ჩაუტარდა თავის ტვინის, გულმკერდის, მუცლის ღრუს და მცირე მენჯის კომპუტერული ტომოგრაფია. აღმოაჩნდა ნეკნების მოტეხილობა. ოპერაციული ჩარევის შემდეგ კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს, თუმცა მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, პაციენტი გარდაიცვალა“, – განაცხადა კლინიკის დირექტორმა, გიგა კიკაბიძემ.

პაციენტის შვილი ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელია.  პაციენტს პერიოდულად თავად მეთვალყურეობდა.

კომენტარები