„კოვიდის გაყალბებულ სტატისტიკაზე სიუჟეტის გამო საბოტაჟის მუხლით აღძრეს საქმე“ – ნიკა გვარამია

-„მთავარი არხის“ უკვე მეორე სიუჟეტის გამო, რომელიც მარნეულს ეხება, ჩვენს ეთნიკურად აზერბაიჯანელ თანამოქალაქე რესპოდენტებს, ჩვენთვის ინტერვიუს მოცემის და ამ ინტერვიუს შინაარსის გამო, იბარებს სუსი და “აკაჩავებს”.

კოვიდის გაყალბებული სტატისტიკის შესახებ სიუჟეტის გამო, საერთოდ საბოტაჟის მუხლით აღძრეს საქმე. ნარიმანოვის ძეგლის შესახებ სიუჟეტის გამო, კვირები სუსში ეჯდათ რესპოდენტები, მათ შორის, მუსლიმი სასულიერო პირები. რა განვითარება აქვს ამ საქმეს, ჯერ არ ვიცით.

ხალხო, ბნელა მართლა? ოპოზიციურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, სახალხო დამცველს მივმართავ: იმოქმედეთ!”,– წერს „მთავარი არხის“ დირექტორი, ნიკა გვარამია.

სუს–მა საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 318-e მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. ამ მუხლით საქართველოს დასუსტების მიზნით სახელმწიფო ან სხვა საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ან სამსახურის ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

საქმის წარმოება კორონავირუსის შესახებ “ცრუ შეტყობინებების” გაგზავნის დროს დაიწყეს. სუს–ი არ გამორიცხავს მთავარი არხის ჟურნალისტების გამოკითხვასაც.

სიუჟეტი სახელწოდებით “10 000 ლარად ნაყიდი დიაგნოზი – ხელისუფლება კოვიდით გარდაცვლილთა სტატისტიკას ხელოვნურად ზრდის” “მთავარმა არხმა”  20 ივნისს “შაბათის მთავარში” გაუშვა:

კომენტარები