„კოვიდ 19“-ის სამკურნალო, სიცოცხლის გადამრჩენი ორი მედიკამენტი აღმოაჩინეს

მეცნიერებმა „კოვიდ 19“-ის სამკურნალო, სიცოცხლის გადამრჩენი ორი მედიკამენტი აღმოაჩინეს. პრეპარატებს პანდემიის დროს სიცოცხლის გადარჩენა შეუძლიათ. ამ  ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტების, „ტოცილიზუმაბისა“ და „სარილუმაბის“  შემოწმება მსოფლიოს ექვს ქვეყანაში მიმდინარეობს.

-„ კვლევებმა აჩვენა, შესაძლოა, მედიკამენტებმა ყოველი მე-12 პაციენტის სიცოცხლე გადაარჩინოს, ეს  „ძალიან დიდი ეფექტია“, – აცხადებს ლონდონის საიმპერიო კოლეჯის მკვლევარი, პროფესორი ენტონი გორდონი.

კვლევამ აჩვენა, რ-მედიკამენტები მძიმე პაციენტებში სიკვდილიანობას 8.5 პროცენტით ამცირებს. მკურნალობა აჩქარებს პაციენტების გამოჯანმრთელებას, ერთი კვირით ამცირებს კრიტიკული პაციენტების ინტენსიური თერაპიის ხაანგრძლივობას.

ორივე პრეპარატი თანაბრად მუშაობს, ემატება იაფ სტეროიდულ პრეპარატ „დექსამეტაზონს“, რომელიც სიცოცხლის გადამრჩენი პირველი საშუალება აღმოჩნდა.

ახალი მკურნალობის ღირებულება დაახლოებით 750-დან 1000 ფუნტ სტერლინგამდეა თითოეულ პაციენტზე. ექსპერტები აცხადებენ, სიძვირის მიუხედავად,  ეს გაცილებით ნაკლებია ინტენსიური თერაპიის საწოლის ფასზე, რომლის დღიური ღირებულება 2 000 ფუნტია.

კომენტარები