კოვიდ19-ის გადატანის შემდეგ, პაციენტებში ფსიქიკური აშლილობის და მენტალური ჯანმრთელობის გაუარესების ფაქტები გაიზარდა ოქსფორდის კვლევა

ოქსფორდის უნივერსიტეტის ბიოქიმიის დეპარტამენტის მეცნიერთა ჯგუფმა კვლევა ჩაატარა. კოვიდ19-ის გადატანის შემდეგ, პაციენტებში ფსიქიკური აშლილობის და მენტალური ჯანმრთელობის გაუარესების ფაქტები გაიზარდა. კვლევას საფუძვლად დაედო 70 მილიონი ადამიანის ელექტონული ანკეტა, მათ შორის 62 ათასი სწორედ კორონავირუსით იყო ინფიცირებული და ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. ამის შესახებ გამოცემა „გარდიანი წერს.

შეიძლება ეს განპირობებული იყოს, როგორც პაციენტთა ცხოვრების სტილით, სტრესული გარემოთი, ასევე ვირუსის პირდაპირი გავლენით ნერვულ სისტემაზე.

გაირკვა, – წარსულში ფსიქიკური დარღვევების მქონე ადამიანებში კორონავირუსით ინფიცირების რისკი 65 პროცენტით გაზრდილია. კვლევის ავტორი მაქს ტაკე აცხადებს, – ეს სიახლე უდაოდ უფრო ღრმა ანალიზის საფუძველი ხდება და ფსიქიკური აშლილობები ამჯერად რიკს-ჯგუფებს უნდა მივაკუთვნოთ.

პაციენტების 5.8 %-ს ინფექციის გადატანიდან სამ თვეში ფსიქიკური აშლილობის პირველი ნიშნები გამოუვლინდათ. პროფესორი პოლ ჰარისონი აცხადებს, საჭიროა დამატებითი კვლევების ჩატარება, რომ დადგინდეს უშუალო კავშირი კორონავირუსსა და ფსიქიკურ აშლილობას შორის. ფსიქიკური სიმპტომები ართულებს სამედიცინო მომსახურების ეფექტურობას და ზრდის სიკვდილიანობის რისკს, ასევე სერიოზული ფსიქიკური დარღვევების მქონე ადამიანები თანმხლები დაავადებების რისკის ქვეშაც დგაგან. ბევრი მათგანი მძიმე სოციალურ პირობებში ცხოვრობს.

კოვიდ-19 დიაგნოზის დადასტურებიდან 14-90 დღის განმავლობაში გამოვლენილი ფსიქიკური აშლილობები დაფიქსირდა პაციენტების 18.1% -ში. დარღვევებში შედის შიზოფრენია, ბოდვითი აშლილობა, განწყობის დარღვევა და შფოთვა.

ეს კვლევა საბოლო არ არის. კვლევით დასტურდება, – ყოველ მეხუთე ადამიანს, რომელსაც ჰქონდა კორონავირუსი, დიაგნოზირებული აქვს ფსიქიკური აშლილობა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასდტურა, კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

კომენტარები