კოვინდინფიცირებული ნოდიკო ტატიშვილი ჯანდაცვის მინისტრს – „ამა­ზე ძა­ლი­ან გავ­ბრაზ­დი… – ეს არის ძა­ლი­ან დიდი შეც­დო­მა“

-„ხუთ­შა­ბათს მქონ­და კონ­ტაქ­ტი ერთ-ერთ ქალ­ბა­ტონ­თან, არც ხელი ჩა­მო­მირ­თმე­ვია, არც გა­და­მი­კოც­ნია,

ერთ ოთახ­ში მოგ­ვი­წია ყოფ­ნა, რა თქმა უნდა, პირ­ბა­დე­ე­ბითსა­დე­ზინ­ფექ­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით. იმ ქალ­ბა­ტონს, იმ ღა­მით მის­ცა მა­ღალ­მა სი­ცხემმე­ო­რე დღეს გა­ი­კე­თა ტეს­ტი, გვი­ან ღა­მით უკვე და­უ­დას­ტურ­და კო­ვი­დი.

ამ ქალბატონის გარდა ჩემ­თან არა­ვის არ და­უ­რე­კავს, არც ერთ ეპი­დე­მი­ო­ლოგს, სა­ერ­თოდ არა­ვის,  მივ­ხვდი, –  უნდა გა­დავ­სუ­ლი­ყა­ვი იზო­ლა­ცი­ა­ში, უნდა და­მეც­ვა სხვა ადა­მი­ა­ნე­ბივი­ფიქ­რეშე­იძ­ლე­ბა, მე თვი­თონ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი უკვე და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი­თქოიზო­ლი­რე­ბი­დან მე­ხუ­თე დღემ­დე ვი­ყა­ვი უსიმპტო­მო, უბ­რა­ლოდ, გა­მო­ვი­ძა­ხე ლა­ბო­რა­ტო­რია, ანალიზი სახლში რომ გა­მე­კე­თე­ბი­ნა.

სა­ღა­მოს და­მიდ­გინ­და სუს­ტად და­დე­ბი­თი, ალ­ბათ, ამ სტრეს­ზე და ნერ­ვი­უ­ლო­ბა­ზე მომ­ცა სი­ცხემ –  37.1, მე­ო­რე დღეს ვი­ყა­ვი ძა­ლი­ან კარ­გად, ტემპერატურა 36,6 მქონ­დაგვი­ან ღა­მით გა­მი­კე­თეს PCR ტეს­ტი, უკვე ნამ­დვი­ლად და­დას­ტურ­და.

რო­გორც მივ­ხვდიით­ვლე­ბა, რომ არ ვარ მძი­მე პა­ცი­ენ­ტითავ­საც არ ვგრძნობ მძი­მედ, მაქვს მი­ნი­მა­ლუ­რი სი­სუს­ტე, ცოტა დის­კომ­ფორ­ტითუმ­ცა ვერ გე­ტყვით, რომ ცუ­დად ვარ, ვერ დავ­დი­ვარ, ფეხ­ზე ვერ ვდგე­ბი.

კო­რო­ნა­ვირუ­სის და­დას­ტუ­რე­ბი­დან 18 სა­ა­თის შემ­დეგ დავ­უ­კავ­შირ­დი ოჯა­ხის ექი­მი, ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩემთან არა­ვის და­უ­რე­კავს.

ამა­ზე ძა­ლი­ან გავ­ბრაზ­დი, გე­ტყვით, რა­ტომ, – რო­დე­საც ხარ ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, მგო­ნია, მო­მენ­ტა­ლუ­რად უნდა რე­კავ­დეს ექი­მიც და ეპი­დე­მი­ო­ლო­გიც, იმი­ტომ, რომ 18 სა­ათ­ში ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა შე­იძ­ლე­ბა ისე გარ­თულ­დეს, ძა­ლი­ან ცუდ შე­დე­გამ­დე მი­ვი­დეთ. მე­ო­რე თემაარის ის, რომ ეპი­დე­მი­ო­ლოგ­მა თუ არ გა­არ­კვია, ვის­თან მქონ­და კონ­ტაქ­ტი, და­ვუშ­ვათ ახლა მე რომ ბევ­რი კონ­ტაქ­ტი მყავ­დეს…18 სა­ა­თის მერე რომ გა­არ­კვევ კონ­ტაქ­ტებს…

ექიმ­მა მირ­ჩია, ბევ­რი სი­თხე მივიღო, ტემ­პე­რა­ტუ­რა თუ 38-ს გა­დას­ცდე­ბა, სი­ცხის დამ­წე­ვი დავლიო. ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო სი­ტუ­ა­ცი­ას სა­თა­ნა­დოდ ვერ აკონ­ტრო­ლებს.

რო­დე­საც ვუს­მენ ხოლ­მე ჩვენს ჯან­დაც­ვის მი­ნისტრს, ძა­ლი­ან მშვი­დად სა­უბ­რობს, – ყვე­ლა­ფერს აკონ­ტრო­ლებს…რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ცოტა მე­ტად უნდა გა­ა­კონ­ტრო­ლოს სი­ტუ­ა­ცია, – კო­ვიდ პა­ცი­ენ­ტთან 18 სა­ა­თის მერე რომ რე­კავს ექი­მი და ეპი­დე­მი­ო­ლო­გი,  მგო­ნია, ეს არის ძა­ლი­ან დიდი შეც­დო­მა. მინ­და ვუ­თხრა მი­ნისტრს, – თუ ამ­ბობს, ყვე­ლა­ფერს ვა­კონ­ტრო­ლე­ბო, ალბათ, ვერ აკონ­ტრო­ლებს“, – განაცხადა მომღერალმა, ნოდიკო ტატიშვილმა „ტვ პირველის” ეთერში.

კომენტარები