„კოკაინის მეფის“, ესკობარის ძმისშვილმა სახლის კედელში $18 მილიონი იპოვა

პაბლო ესკობარის ძმისშვილმა, ნიკოლა ესკობარმა, ნარკობარონის ერთ-ერთი სახლის კედელში ჩანთა იპოვა. ჩანთაში 18 მილიონი დოლარი იდო. BBC-ის ცნობით, 18 მილიონი დოლარი მან თავის საცხოვრებელ სახლში, მედელინში იპოვა. 

-„ჩემმ „ხედვამ“ მიკარნახა, სად უნდა მოეძებნა ფული.  ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც დამალული ფული ვიპოვე. პაბლო ესკობარი მრავალ სხვადასხვა ადგილას ინახავდა თავის ქონებას.

კუპიურების ნაწილი ძალიან ძველი იყო, აღარ გამოიყენებოდა“, –განაცხადა ნიკოლა ესკობარმა.

პაბლო ესკობარი 1949 წელს კოლუმბიაში დაიბადა, 1970-იან წლებში მედელინის ნარკოკარტელი ჩამოაყალიბა.  ამერიკაში შეტანილი კოკაინის თითქმის 80% მას ეკუთვნოდა.

1991 წელს  დააკავეს, თავის მოწყობილ „საპყრობილეში“ ჩასვეს, რომელსაც ესკობარმა საკათედრო ტაძარი უწოდა.

პაბლო ესკობარის სახელს უკავშირდება 4 000-მდე ადამიანის სიკვდილი.  1993 წელს, პოლიციასთან შეიარაღებული დაპირისპირებისას დაიღუპა.

მისი ძმისშვილის თქმით, ესკობარის ადგილსამყოფელის გამხელის მიზნით რამდენიმე პირმა თავის დროზე ისიც გაიტაცა და 7 საათის მანძილზე აწამა.

კომენტარები