Live Button Live
მთავარი გვერდი » კოკა მორგოშია: „ძალიან კარგად იციან, რომ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა იმას ფიქრობს, რომ რუსეთთან დიალოგი დავიწყოთ, დიალოგს ალტერანტივა არა აქვს“

კოკა მორგოშია: „ძალიან კარგად იციან, რომ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა იმას ფიქრობს, რომ რუსეთთან დიალოგი დავიწყოთ, დიალოგს ალტერანტივა არა აქვს“

მიერ zaza
A+A-
გადატვირთვა
„კონსერვატიული მოძრაობისა“ და “ალტ-ინფო”-ს დამფუძნებლის, კოკა მორგოშიას კომენტარი მოწინააღმდეგე მხარეს მდგომ ლიბერალურ ფრთასა და ოპოზიციურად განწყობილ არასამთავრობო სექტორზე.
-„მათ იციან, რომ ჩვენ დასახულ მიზანს ბოლომდე მივიყვანთ და ეს იქნება მათი დასასრული. მიუხედავად იმისა, რომ ამ ხალხის ადეკვატურობაში არასოდეს ვყოფილვარ დარწმუნებული, მათი ახლანდელი საქციელი, ინსტინქტები არის ადეკვატური იმიტომ, რომ მათ იციან, მას შემდეგ, როცა „კონსერვატიული მოძრაობა“ მოვა ხელისუფლებაში, მათ კარგი დღე არ მოელით. ეს არ არის არც მუქარა, არც ხილვა, ეს არის რეალობა.
ძალიან დიდი აგრესია აქვთ ჩვენ მიმართ და ჩვენ მათ საკადრის პასუხს გავცემთ საჭირო დროს. ჩვენ ისინი ხელს ვერ შეგვიშლიან.
ამათი დღეები დათვლილია, ეს თვითონაც კარგად იციან. რომ იძახიან, ჩვენ ვართ პუტინისტური ძალები და რუსეთის მიერ მართული, ძალიან კარგად იციან, რომ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა იმას ფიქრობს, რომ რუსეთთან დიალოგი დავიწყოთ, დიალოგს ალტერანტივა არა აქვს.
ეს მათ იციან და ისიც იციან, თუ რუსეთთან დიალოგით დავლაგდებით ომის გარეშე, მათ ქვეყანაში ფაქტობრივად ფუნქცია აღარ აქვთ იმიტომ, რომ ვეღარაფერს ვერ არევენ, ვერ მიიღებენ იმ გრანტებს და დაფინანსებებს, მათ დიდ ნაწილს მოუწევს ციხეში დდი ხნით ჯდომა და ნაწილს მოუწევს ქვეყნის დატოვება. ბოლო დღეები აქვთ დათვლილი და ხალხს ეჭიდებიან…“ –აცხადებს კოკა მორგოშია. 🇬🇪

მსგავსი სიახლეები