“კოლეგა ოპოზიციონერებო, არ ვიცი შიშით, ეჭვიანობით, ბოღმით თუ კიდევ რითი მოგდით ის, რომ რასაც ქოცების პროპაგანდა ამბობს იმას იმეორებთ, რომ მიშას თურმე ერთპიროვნული მმართველობა უნდა.”-გიორგი ბარამიძე:

გიორგი ბარამიძე ოპოზოციურ ფლანგს მიმართავს-

“კოლეგა ოპოზიციონერებო, არ ვიცი შიშით, ეჭვიანობით, ბოღმით თუ კიდევ რითი მოგდით ის, რომ რასაც ქოცების პროპაგანდა ამბობს იმას იმეორებთ, რომ მიშას თურმე ერთპიროვნული მმართველობა უნდა.

ეს რომც უნდოდეს ასე ვერანაერად ვერ მოხდება კოალიციის პირობებში და მარტო ენმ რომც იყოს უმრავლესობაში, ჭკუათმყოფელი არავინ მოინდომებს, რომ პუტინისტი ოლიგარქის მიერ დაქცეული ქვეყნის მძიმე ეკონომიკური, ფინანსური, პოლიტიკური და სოციალური კრიზისიდან სწრაფად გამოსაყვანად (რაც აუცილებელი და სასწრაფო საქმეა) მთელი პასუხისმგებლობა მარტო მის მხრებზე იტვირთოს და ხელისუფლება და ეს უმძიმესი ტვირთიც და პასუხისმგებლობაც არავის გაუნაწილოს.

ასე რომ მორჩით ისტერიულ და სრულიად დაუსაბუთებელი ქოცური პანიკის თესვას.

აჯობებს ერთად მივხედოთ მშვიდობიანად, არჩევნებში პუტინისტების დამარცხების საქმეს და შემდეგ ქვეყანა ერთად გავიყვანოთ სამშვიდობოს.”-წერს ბარამიძე

მოამზადა ნათია ბერიძემ

კომენტარები