კოლომოისკიმ განაცხადა, რომ რუსეთთან შერიგება შეიძლება 100 მილიარდ დოლარად

უკრაინის ერთ-ერთმა უმდიდრესმა ბიზნესმენმა იგორ კოლომოისკიმ განაცხადა, რომ ქვეყნისთვის უკეთესი იქნება, თუ  უარს  ვიტყვით დასავლეთთან  ურთიერთობებზე და აღვადგენთ ურთიერთობებს რუსეთთან.

„ისინი ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენზე ძლიერები არიან. უნდა გავაუმჯობესოთ ჩვენი ურთიერთობები. ხალხს სურს მშვიდობა, კარგი ცხოვრება, მათ არ სურთ ომი. თქვენ კი, ამერიკა, გვაიძულებ, რომ ვიომოთ და, თანაც, არაფერს გვიხდი ამისთვის“, განაცხადა კოლომოისკიმ New York Times (NYT)-თან ინტერვიუში.

კოლომოისკის აზრით, უკრაინას მაინც არ მიიღებენ არც ნატოში, არც ევროკავშირში, რის გამოც არ არის აუცილებელი დროის ფუჭად კარგვა არაფრის მთქმელ საუბრებზე.  ბიზნესმენი ამბობს, მას კვლავინდებურად არ უყვარს რუსეთი, მაგრამ დასავლეთმა გააწბილა უკრაინა, არ გამოუყო საკმარისი თანხა და არ გაუხსნა თავისი ბაზრები.

ამის მაგივრად, აღნიშნა კოლომოისკიმ, დასავლეთი უკრაინას უბრალოდ იყენებს რუსეთის დასასუსტებლად და მზადაა, ეს ომი წარმართოს ბოლო უკრაინელამდე. ურთიერთობების აღდგენა რუსეთთან, რომელსაც შეუძლია ჩაანაცვლოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის კრედიტები, აუცილებელია უკრაინის ეკონომიკის გადასარჩენად.

„მომეცით ხუთი, ათი წელი და სისხლი იქნება დავიწყებული. რუსებს გამოვართმევთ 100 მილიარდ დოლარს. ვფიქრობ, ისინი დღესვე სიამოვნებით მოგვცემენ ამ თანხას. რა არის ის, რასაც შეუძლია სწრაფად გადაჭრას პრობლემა და აღადგინოს ურთიერთობები? მხოლოდ ფული“, ამბობს კოლომოისკი.

წყარო: rbc.ru

 

კომენტარები