„კომენდანტის საათი, ყველაზე ბოლოს მოიხსნება“ – პაატა იმნაძე

-„ალბათ, კომენდანტის საათი, ყველაზე ბოლოს მოიხსნება. მე, მაგალითად, ძალიან მომენატრა ჩემი მეგობრების ნახვა, თქვენ არ მოგენატრათ? მე ვერ ვნახულობ, რამდენი ხანია.

მეზობლებში რომ გადახვალ, ერთი კლასტერი ჩამოყალიბდება, დაჯდები საღამოს 9 საათზე და წახვალ ქალაქის ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში  მეგობართან, ნათესავთან, გაცილებით დიდ გეოგრაფიულ არეალში გავრცელედება ინფექცია. ქართველები არა ვართ, არ ვცხოვრობთ ამ ქვეყანაში?!“ – განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „პალიტრანიუსის” გადაცემაში – “რეზიუმე”.

კომენტარები