კომპანია „დოქტორ გუდსი” იმ ადამიანებს, რომლებიც სამსახურის გარეშე დარჩნენ, სამუშაო ადგილებს სთავაზობს

-„ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო, კომპანიების ნაწილმა სამუშაო პროცესი დროებით შეაჩერა. ბევრი ჩვენი მოქალაქე დროებით სამუშაოს გარეშე დარჩა.

სამედიცინო ტექსტილის საწარმო „დოქტორ გუდსი • Doctor Goods” გამოთქვამს მზადყოფნას, ითანამშრომლოს ასეთ კომპანიებთან და იმ ადამიანებს, რომლებიც სამსახურის გარეშე დარჩნენ, სამუშაო ადგილები შესთავაზოს.

სამუშაო ვაკანსიები შემდეგია:

მკერავები;

საწარმოში დამხმარე თანამშრომლები.

დაინტერესების შემთხვევაში, შეგიძლიათ შემდეგ ნომერზე დარეკოთ 593 100001,  ან კომპანიას ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე https://www.facebook.com/drgoods.ge/ მიწეროთ.

„Doctor goods • დოქტორ გუდსი  წარმოადგენს სამედიცინო სტერილური/არასტერილური ტექსტილის ერთადერთ ქართულ საწარმოს რომელიც 2019 წლის სექტემბერში გაიხსნა.

„დოქტორ გუდსი“ / Dr. Goods სამედიცინო სექტორს სთავაზობს ქირურგიული თეთრეულის ყველა ტიპის ნაკრებს, გადასაფარებლებს, ზეწრებს, ქირურგიული შემოფარგვლებს, ქირურგიული ხალათები და ა.შ.

გამომდინარე მსოფლიოში და ქვეყანაში მიმდინარე პანდემიიდან, საწარმომ დაიწყო ბიოლოგიური უსაფრთხოების კომბინიზონების წარმოებაც“. 

კომენტარები