კომპანია „ნუკრიანი ლავანდა“ – ლავანდის ზეთი

ყიზიყში, სოფელ ნუკრიანში, საქართველოსთვის უჩვეულო კულტურა. ნუკრიანში თესლი საფრანგეთიდან და ჩილედან შემოიტანეს. 4 000 ლავანდის ნერგი ჯერ მხოლოდ 1 ჰექტარზეა გაშენებული.

„ნუკრიანი ლავანდა“ ალექსანდრე მალვინომა და თემურ ჯანგულაშვილმა ერთობლივად დააფუძნეს.  ეს ბიზნესი საქართველოში მხოლოდ მათ აქვთ.  საწარმოო და სხვა ინფრასტრუქტურის მოსაწყობად მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსს საჭიროებს.

-„ლავანდის ზეთი ძალიან ცოტა რაოდენობით იყიდება. ძირითადად, ადგილობრივი მცხოვრებლები და კერძო პირები ყიდულობენ. ისინი, ვინც უკვე კარგად იცის,  ბევრ რამეში გამოიყენება. ლავანდის ზეთი სასარგებლოა, ნატურალური, შესაბამისად, უნიკალური პროდუქტია“, – განაცხადეს გადაცემაში „ბიზნესი იმედზე“ კომპანია „ნუკრიანი ლავანდას“ დამფუძნებელმა, თემურ ჯანგულაშვილმა.

ლავანდის სამშობლოდ ხმელთაშუა ზღვა ითვლება. მის სასარგებლო თვისებებს ჯერ კიდევ ძველ რომში იცნობდნენ. ლავანდის ეთერზეთები გამოიყენება კოსმეტოლოგიაში, გასტრონომიასა და მედიცინაში. ლავანდა ხელს უწყობს ჭრილობების სწრაფ განკურნებას. გამხმარი ლავანდის ყვავილები გამოიყენება ჩრჩილის საწინააღმდეგოდ.

კომენტარები