კომპიუტერული თამაშის მსოფლიო ჩემპიონატზე 2,4 მილიონი დოლარი მოიგეს

პოპულარული კომპიუტერული თამაშის „ფორთნაითი“ (Fortnite) მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულები ნორვეგიელი და ავსტრიელი მოზარდები გახდნენ.

მათ 2,4 მილიონი  დოლარი მოიგეს.

მეორე ადგილზე  ბრიტანელი ჯეიდან აშმანი და დანიელი დეივ იანგი არიან. ისინი ერთ მილიონ დოლარზე მეტს მიიღებენ.

ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად საკვალიფიკაციო ეტაპი 40-მა მილიონმა ადამიანმა გაიარა.

ფინალურ ეტაპზე 50 წყვილი და 100 სოლო მოთამაშე მოხვდა.

ჩემპიონატი გრძელდება. გამოვლინდება გამარჯვებული სოლო მოთამაშე, რომელიც ჩემპიონის ტიტულთან ერთად 3 მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს.

ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 30 მილიონი დოლარია.

კომპიუტერულ ასპარეზობა ნიუ იორკი იმართება.

კომენტარები