კომუნალური გადასახადების სუბსიდირება 2021 წელსაც გაგრძელდება

– ” ერთი, რაც შემიძლია გითხრათ დანამდვილებით, ეს პროგრამა დაიწყო და გაგრძელდება მომავალ წელს, ეს არის კომუნალური გადასახადების სუბსიდირება. ეს კარგი პროგრამაა, კარგი პაკეტია დახმარების, – ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ივანე მაჭავარიანმა განაცხადა. ფინანსთა მინისტრის თქმით, პროგრამა მომავალი წლის ბიუჯეტში უკვე შეტანილია.
„ფარავს 4 თვეს – ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი და თებერვალი. შესაბამისად, იმ წელს ეს იქნება საკომპენსაციო პაკეტებში. სხვა სოციალური და ბიზნესის მხარდამჭერი ღონისძიებების შესახებ უახლოეს მომავალში მოგახსენებთ“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

კომენტარები