კონსტანტინე ჩიკვილაძე: საქართველოსთვის მოულოდნელი ცვილებები იწყება
აღიარებს თუ არა ვაშინგტონი პოსტსაბჭოთა სივრცეს რუსეთის განსაკუთრებული ინტერესების ზონად? – ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სვამს კითხვას პოლიტოლოგი კონსტანტინე ჩიკვილაძე.
– აშშ–ის ურთიერთობა რეგიონის ორ ძლიერ სახელმწიფოსთან _ თურქეთსა და ირანთან _ უარესდება. თუ პირველ შემთხვევაში საქმე დიპლომატიურ და ეკონომიკურ დაპირისპირებასთან გვაქვს, მეორეში იარაღის ჟღარუნი ისმის. რას უქადის ეს საქართველოს და ვართ კი მზად მოულოდნელი ცვლილებებისთვის?…….2011 წელს აშშ-ის არმიის სამხედრო კოლეჯის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტმა გამოაქვეყნა ცნობილი ამერიკელი ექსპერტის, არიელ კოენისა, და პოლკოვნიკ რობერტ ჰამილტონის მოხსენება, რომელიც აგვისტოს ომის შედეგებს ეხება. მასში ნათქვამია, რომ “რუსეთის კონტროლი სამხრეთ კავკასიის საჰაერო სივრცეზე გამორიცხავს საქართველოსა და აზერბაიჯანში ბაზების, აეროდრომების, ელექტრონული საშუალებებისა და თანამშრომლობის სხვა ფორმების გამოყენებას შეერთებული შტატების და, შესაძლოა, ისრაელის საჰაერო ოპერაციებისთვის ჩრდილოეთ ირანის წინააღმდეგ. რუსეთს სურს, რომ ცხელი კონფლიქტის დაწყების შემთხვევაში შესაძლებლობა ჰქონდეს, შეაჩეროს კავკასიაში აშშ–ისა და მოკავშირეების ჯარების გაშლა, მათ შორის სამხედრო–საჰაერო ბაზების გამოყენებით. რუსეთის კონტროლი სამხრეთ კავკასიის საჰაერო სივრცეზე სომხეთში და საქართველოს ტერიტორიაზე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში განლაგებული სამხედრო ბაზებიდან გამორიცხავს აშშ–ის საჰაერო ოპერაციებს მოსკოვის თანხმობის გარეშე”.