კონტაქტური კარატეს საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 4 მედალი მოიპოვა

ევროპის კონტაქტური კარატეს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა.

ევროპის ჩემპიონები და მსოფლიო ჩემპიონატის ლიცენზიანტები სერგო მოვსესიანი და ლაშა ოზბეთელაშვილი გახდნენ, ხოლო ბრინჯაოს მედლებს თენგიზ ბასტოიანი და ოთარ ესიტაშვილი დაეუფლნენ.

ბელგიის ქალაქ ანტვერპენში გამართულ ევროპირველობაზე, ლაშა ხაჭაპურიძის მიერ გაწვრთნილმა გუნდმა 2 ოქროსა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

გუნდურ ჩათვლაში საქართველომ 24 ქვეყანას შორის პირველი ადგილი დაიკავა. მეორე ადგილზე ლიეტუვა გავიდა, მესამე ადგილი საფრანგეთის ნაკრებმა დაიკავა. აღსანიშნავია, რომ ჩვენმა გუნდმა კონტინენტის პირველობაზე 4 სპორტსმენით იასპარეზა და ოთხივემ შეძლო კვარცხლბეკზე ასვლა.

ოქრო – სერგო მოვსესიანი (-65 კგ)
ოქრო – ლაშა ოზბეთელაშვილი (-75 კგ)
ბრინჯაო – თენგიზ ბასტოიანი (-75 კგ)
ბრინჯაო – ოთარ ესიტაშვილი (-85 კგ)

კომენტარები