კონფლიქტი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და თურქეთის ლიდერს რეჯეფ ტაიპ ერდოღანს შორის გრძელდება

კონფლიქტი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და თურქეთის ლიდერს რეჯეფ ტაიპ ერდოღანს შორის გრძელდება.

მას შემდეგ რაც ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ფრანგული გამოცემა უარს არ იტყვის კარიკატურების დაბჭდვაზე, გაჩნდა ორი პოლუსი.

ერთის მხრივ, ეს არის მუსულმანური ქვეყნები, როგორიცაა თურქეთი, ირანი, ქუვეითი, იორდანია და სხვა, რომლებიც გამოეხმაურნენ ერდოღანის მოწოდებას ფრანგული საქონლის ბოიკიტის შესახებ.
სოციალურ ქსელში უკვე გამოჩნდა ვიდეოები სადაც ნაჩვენებია თუ როგორ იღებენ მაღაზიების თაროებიდან ფრანგული წარმოების საქონელს.

მეორე მხარეს კი ევროკავშირის ქვეყნები, რომლებიც რა თქმა უნდა მხარს უჭერენ საფრანგეთს და გმობენ ნებისმიერ თავდასხმას თავისუფალ პრესაზე.

ირაკლი ჯანყარაშვილი

კომენტარები