კორონავირუსზე ამირან გამყრელიძის ტესტის პასუხი ცნობილია – ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ კორონავირუსზე ტესტირება ჩაიტარა, პასუხი უარყოფითია.

-„ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია, რადგან გასულ შაბათ-კვირას ინტენსიური კონტაქტები მქონდა ინფიცირებულებთან, მათი ინფიცირება დადგინდა ორშაბათს, მესამე დღეა, თვითიზოლაციაში ვარ. ტესტი ამ ეტაპზე უარყოფითია, ასევე, სიმპტომები ჯერჯერობით არ მაქვს, ვნახოთ”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ “TV პირველის” ეთერში. 

 ეპიდემიოლოგი ამირან გამყრელიძე 17 ნოემბრიდან თვითიზოლაციაში იმყოფება. 

კომენტარები