კორონავირუსზე ახალი წამალი გამოსცადეს, რომლის მიღების შემდეგ, პაციენტებში დაავადება

კორონავირუსზე ახალი წამალი გამოსცადეს. კომპანია „საინერგენის” მიერ არის გამოშვებული. ექსპერიმენტული წამლის მიღების შემდეგ, კოვიდინფიცირებულთა 79%-ის შემთხვევაში დაავადება აღარ პროგრესირებს. ამ ინფორმაციას  უცხოური მედია ავრცელებს.

ამავე წამლით ასთმას და სასუნთქი გზების სხვა ინფექციურ დაავადებებს მკურნალობენ. თუმცა, ის, რომ წამალი კორონავირუსის წინააღმდეგაც არის ეფექტური, მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი.

კომპანია „საინერგენის” მიერ გამოშვებული წამალი იმ კოვიდინფიცირებულებზე გამოსცადეს, რომლებსაც ჟანგბადის თერაპია სჭირდებოდათ. კვლევამ აჩვენა, იმ პაციენტებიდან, რომლებიც წამალს იღებდნენ, კორონავირუსის მძიმე ფორმა 79%-ს აღარ განუვითრადა.

 იმ პაციენტებიდან, რომლებიც ექსპერიმენტული მედიკამენტის გამოცდაში მონაწილეობდნენ, ვირუსით არც ერთი გარდაცვლილა.

კომენტარები