„კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაცია იმაზე სერიოზულია, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია.  აუცილებელია, მთავრობა კარანტინის“ – ნიკოლ ფაშინიანი

სომ­ხეთ­ში, 18 მა­ისს 351 ახა­ლი შემ­თხვე­ვა გა­მოვ­ლინ­და. სა­ერ­თო ჯამ­ში  კო­რო­ნა­ვირუ­სით 4 823 ადა­მი­ა­ნი

და­ინ­ფი­ცირ­და, მათ შო­რის, 61 გარ­და­იც­ვა­ლა,  2 019 გა­მო­ჯან­მრთელ­და.

-„კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაცია იმაზე სერიოზულია, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია.

აუცილებელია, მთავრობა კარანტინის რეჟიმის დაცვა მისი გამოცხადების გარეშე შეძლოს. ჩვენ უნდა გადავდგათ მკაცრი ნაბიჯები, ეპიდემია კონტროლს რომ დაექვემდებაროს, რათა უკიდურესი ზომების მიღება არ გახდეს საჭირო.  უნდა შევძლოთ კარანტინის რეჟიმის დაცვა, მისი გამოცხადების გარეშე.

სომხეთში კორონავირუსთან დაკავშირებით უამრავი ცრუ ინფორმაცია ვრცელდება. ეს ეპიდემიის რისკებს ამძაფრებს.

კორონავიურსთან დაკავშირებით, გამოვითოხვე ინფორმაცია საზოგადოებაში არებული განწყობის შესახებ, საოცრებები გავიგე. მაგალითად, ზოგს ჰგონია, მინისტრთა კაბინეტის წევრები ურიგებენ ფულს მოქალაქეებს, რათა ისინი გახდნენ კორონავირუსის პაციენტები. ამას იმით ხსნიან, თითქოსდა, ასეთი ხერხით საერთაშორისო დახმარებია მიღება იოლია. მოქალაქეების ნაწილს ჰგონია, სხვა მიზეზებით გარდაცვლილი პაციენტები კორონავირუსით დაღუპულებად ცხადდებიან.  კიდევ ერთხელ განვმარტავ, ეს ტყუილია და ჩვენ არასდროს გაგვივრცელებია სიცრუე“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა.

ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბის ზრდის გამო, სო­მე­ხი სა­ხელ­მწი­ფო მოღ­ვა­წის კა­რენ დე­მირ­ჭი­ა­ნის სა­ხე­ლო­ბის სპორ­ტუ­ლი და სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბა­ზის ფოიე სა­ვე­ლე ჰოს­პი­ტა­ლად გა­და­კეთ­და.

ჯერ­ჯე­რო­ბით იქ პა­ცი­ენ­ტე­ბი არ მი­უ­ღი­ათ. თუ სა­ჭი­რო­ე­ბა მო­ი­თხოვს, ჰოს­პი­ტა­ლი უკვე მზა­დაა.

ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას და ფოტო-ვი­დე­ო­მა­სა­ლას azatutyun.am ავ­რცე­ლებს.

 

კომენტარები